ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ნახევარმცველის კარგი თამაში football.kulichki.net-მა გამოარჩია.
„როტორთან“ მატჩში კვარაცხელია ბურთს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად კარგავდა. წარმატებული მისი მცდელობების მხოლოდ მესამედი იყო. მაგრამ სწორედ ხვიჩამ მიაღებინა მანუჩარიანს ყვითელი ბარათი, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს. ასევე გამოიმუავა თერთმეტმეტრიანი და გაიტანა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი. რუსეთის ჩემპიონატში კი ეს მისი მე-5 გოლია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „რუბინი“ მე-9 ტურში სტუმრად ქართველი ფეხბურთელების „როტორს“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და თერთმეტმეტრიანიც გამოიმუშავა. ამ გამარჯვებით კი „რუბინმა“ 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრაში კი 4 ოქტომბერს, „ახმატს“ უმასპინძლებს.