ფეხბურთი

1:25 | 29.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გენტის" მწვრთნელი: "ჩაკვეტაძე დღითიდღე უკეთ ხდება და თამაშის იმედიც აქვს"

ბელგიური „გენტის“ მთავარი მწვრთნელის, ვიმ დე დეკერის განცხადებით, გიორგი ჩაკვეტაძე კარგადაა თამაშის იმედი აქვს. კიევის „დინამოსთან“ მატჩის წინ ბელგიელმა სპეციალისტმა სვენ კუმსისა და გიორგის შესახებ ისაუბრა.

„ისინი დაბრუნებასთან ახლოს არიან. კუმსმა შეიძლება ითამაშოს, თუმცა, ბოლო 24 საათსაც დაველოდებით. იგივე ეხება ჩაკვეტაძესაც, უფრო და უფრო კარგადაა და თამაშის იმედიც აქვს. მას სამედიცინო პერსონალთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით“, - თქვა დე დეკერმა.

გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო ბოლო ორი კვირა გაუცდა, თუმცა გამოჯანმრთელება მოახერხა და „გენტს“ კიევში ახლავს და წინასამატჩო განაცხადშიც იმყოფება.

ბელგიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად კიევში „დინამოსთან“ აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რადგან პირველი მატჩი სახლში 1:2 წააგო.

0.135831