ფეხბურთი

21:12 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბოატენგი სერია B-ში ითამაშებს

ვეტერანი განელი ფეხბურთელი კევინ-პრინს ბოატენგი „მონცაში“ ითამაშებს. იტალიურმა კლუბმა აფრიკელ შემტევთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ერთი წლით გახანგრძლივების უფლებაც ექნებათ.

ბოატენგი „მონცაში“ „ფიორენტინადან“ გადავიდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნოდა, ბოლოს კი სტამბოლის „ბეშიქთაშში“ თამაშობდა.

„მონცას“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, გენერალური დირექტორი - ადრიანო გალიანი. ისინი ბოატენგს „მილანიდან“ ძალიან კარგად იცნობენ.

„მონცა“ ბოლო 19 წელიწადში სერია B-ში პირველად თამაშობს და გუნდის მიზანი სერია A-ში დაუყოვნებლივ გადასვლაა.

0.117807