ფეხბურთი

20:29 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე კიევის "დინამოსთან" მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაშია

გიორგი ჩაკვეტაძე „გენტთან“ ერთად კიევში იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „დინამოსთან“ საპასუხო მატჩისთვის ემზადება. ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა გიორგი წინასამატჩო განაცხადშიც შეიყვანა.

ცხადია, ეს იმას ნიშნავს, რომ 21 წლის ქართველი შემტევი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა ზუსტად ორი კვირის წინ ვენის „რაპიდთან“ (2:1) მატჩში მიიღო. კიევის „დინამოსთან“ დაპირისპირებას რაც შეეხება, ბელგიაში „გენტმა“ 1:2 წააგო და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად აუცილებლად გამარჯვება (სასურველი ანგარიშით) სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115075