სხვა

16:13 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონმა მეორე ქულა დაკარგა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა სასწაულად გადაარჩინა თამაში საფრანგეთში, ბრესტ-ბრეტონთან - 25-25.

დასრულებამდე 9 წუთით ადრე ფრანგული კლუბის სლოვენიელმა ბომბარდირმა, ანა გროსმა თავისი მეხრე გოლი გაიტანა და მასპინძლები 5 ბურთით დაწინაურდნენ - 24-19. დიორი დამარცხების წინ იდგა, მაგრამ ვიქტორია ლუკაჩმა შეაგდო 4 გოლი მარჯვენა კუთხიდან, თითო - ესტელ ნზემინკომ და სტინე ოფტედალმა, ბრესტმა კი ამას მხოლოდ იზაბელ გულდენის ბურთით უპასუხა - 25-25. დარჩენილი იყო კიდევ ორი წუთი, მაგრამ გოლი აღარ გავიდა. ბრესტმა პირველი ქულა დაკარგა, დიორმა ზედიზედ მეორე მატჩი ითამაშა ფრედ და ჯერჯერობით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, 6 ქულით კი დანიის ოდენსე ლიდერობს.

A ჯგუფში ოთხიდან სამი მატჩი ვირუსის გამო გადაიდო. აქ უდანაკარგოდ არიან რუმინეთის ბუკურეშტი და ნორვეგიის კრისტიანსანდი. ლიგაში ახლა სანაკრებო პერიოდით გამოწვეული ორკვირიანი შესვენებაა. მეოთხე ტური 10-11 ოქტომბერსაა დანიშნული.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 2 ტური. 19-20 სექტემბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები - მერვედფინალში

A ჯგუფი. ბუკურეშტი 4 (2), კრისტიანსანდი 4 (2), როსტოვი 3 (2), ესბიერგი 2 (2), მეცი 2 (2), კრიმი 1 (2), ფერენცვაროში 0 (1), ბიტიგჰაიმი 0 (3)

ბიტიგჰაიმი (გერ) - კრისტიანსანდი (ნორ)

ლაუენროტი 8, მაიდჰოფი 6, სანდო (13 სეივი) - მორკი 9, რაისტადი 7,

ფერენცვაროში (უნგ) - მეცი (საფ) გადაიდო

CSM ბუკურეშტი (რუმ) - როსტოვი (რუს) გადაიდო

კრიმ მერკატორი (სლნ) - ესბიერგი (დან) გადაიდო

B ჯგუფი. ოდენსე 6, ბრესტი 5, ცსკა 5, დიორი 4, პოდრავკა 2, დორტმუნდი 2, ბუდუჩნოსტი 0, ვალჩეა 0,

პოდრავკა ვეგეტა (ხორ) - ბორუსია დორტმუნდი (გერ) 25-26

ცაკალუ 7, კარლოსი 6, დუმანსკა (15) - გრიიზელსი 7, სმიტსი 5, როხი (10)

ცსკა (რუს) - რამნიკუ ვალჩეა (რუმ) 30-20

მიხაილიჩენკო 9, ილინა 4 - მ. ლოპესი 4

ოდენსე (დან) - ბუდუჩნოსტი (მნტ) 30-21

და სილვა 8, ჰოილუნდი 5, ვესტერი (9) - ლეკიჩი 6, მეჰმედოვიჩი 6

ბრესტ-ბრეტონი (საფ) - დიორი (უნგ) 25-25

გროსი 9, გულდენი 4, ტოფტი (7) - ნზემინკო 4, ლუკაჩი 4, ჰანსენი 4, ლენო (9)

4 ტური: 10-11 ოქტომბერს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.309383