თამაშგარე

15:43 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ემრე აშიკის ვერაგი ცოლი

დიდი ვერაგი და საზარელი ქალი ყოფილა თურქეთის საფეხბურთი ნაკრების ყოფილი წევრის, ემრე აშიკის ცოლი იაგმარ აშიკი, რომელმაც თურქული საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით ქმრის ქონების მითვისება გადაწყვიტა და საამისოდ საყვარელთან ერთად ემრეს იმქვეყნად გამგზავრება დაგეგმა.

თურქეთის პოლიციამ დაადგინა, რომ იაგმარ აშიკმა პროფესიონალ მკვლელს საკმაოდ დიდ თანხის - 1.1. მილიონი ევროს გარდა პისტოლეტიც კი მისცა, რათა მას განზრახული სისრულეში მოეყვანა და როგორც თურქულ სერიალებშია, ემრეს მოკვლის შემდეგ, საყვარელთან ერთად და მშვიდად და ბედნიერად ეცხოვრა.

საბედნიეროდ, ემრეს ეყო მიხვედრილობა და თავის გადარჩენის უნარი, რომელმაც ქილერი განაიარაღა და პოლიციას ჩააბარა. ახლა კი ემრეს აწუკვე ყოფილ ცოლსა და მის საყვარელს ცხოვრების დიდი ნაწილის “ქაჯეთის ციხეში“ გატარება მოუწევთ, სადაც ბედნიერ ცხოვრებაზე ვერც იოცნებებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148205