ფეხბურთი

11:16 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

5 მატჩში 9 გოლი: მიქაუტაძის ჰეთ-თრიქი და მორიგი გაბრწყინება ბელგიაში

ბელგიის პროქსიმუმს ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონი) გიორგი მიქაუტაძე ბრწყინავს. საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე 19 წლის ფორვარდს 5 ტურში 9 გოლი(!) აქვს გატანილი და ცხადია ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

„სერენის“ ახალგაზრდა შემტევმა მორიგი ბენეფისი „ლიერსთან“ მოაწყო, რომელსაც 26-ე, 76-ე და 89-ე წუთებზე გაუტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა... ცნობისთვის, პირველ ტურში მან პოკერიც შეასრულა.

მიქაუტაძე ფრანგული „მეცის“ საკუთრებაშია და „სერენში“ იჯარით თამაშობს. 19 წლის ფეხბურთელს საქართველოს მოქალაქეობა ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა, ვინ იცის, იქნებ ეს პრობლემა მოგვარდეს, ყოველშემთხვევაში საფრანგეთის ნაკრებში მისი მოხვედრის შანსი პრაქტიკულად მიზერულია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109669