ფეხბურთი

13:23 | 28.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ანსუ ფატის ზოგჯერ კონცენტრაცია აკლია, მაგრამ დიდი მომავალი აქვს"

„ბარსელონაში“ რონალდ კუმანის დებიუტი წარმატებული გამოდგა და „ბლაუგრანამ“ „ვილიარეალი“ 4:0 გაანადგურა. კატალონელებმა ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, ნიდერლანდელი სპეციალისტი კი თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

„ბედნიერები ვართ. პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში რიტმი დაეცა, მაგრამ ეს ჩვენი პირველი თამაში იყო. კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ფანტასტიკურია ბურთის ფლობა და ამდენი საგოლე მომენტის შექმნა. გოლებით ძალიან კმაყოფილი ვარ, ვდომინირებდით.

ვფიქრობ, რომ ფატის თამაში გამოსარჩევია, ვიცი, რომ 17 წლისაა და მოსამატებელი აქვს, ზოგჯერ კონცენტრაცია აკლია. შესანიშნავია, რომ ის და პედრი გვყავს, მათ დიდი მომავალი აქვთ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, „ვილიარეალთან“ ანსუ ფატიმ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, ხოლო ერთიც პაუ ტორესმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.123752