ფეხბურთი

14:42 | 28.09.2020 | ნანახია 0 - ჯერ

რონალდუ: "გუნდი პირლოს ხელში უფრო ბედნიერია, ვიდრე შარშან იყო"

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „რომასთან“ (2:2) დუბლი შეასრულა და შიდა ჩემპიონატებში 450 გოლი დაუგროვდა, რაც რეკორდია. პორტუგალიელმა ნამატჩევს კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ გუნდი ახლა უფრო ბედნიერია, ვიდრე შარშან.

„ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ თამაში უფრო გართულდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. სეზონის დასაწყისში ვართ, ახალი მწვრთნელი გვყავს ახალი იდეებით, მაგრამ გუნდის კარგ მომავალს ვხედავ.

ჩემპიონატი კონკურენტუნარიანია, გუნდები გაძლიერდნენ და უფრო რთული იქნება, მაგრამ ნელ-ნელა ფორმაში შევალთ. ჩვენი გუნდიც გაუმჯობესდა, ვხედავ, რომ პირლოს ხელმძღვანელობით გუნდი უფრო ბედნიერია და უფრო ბევრს მუშაობს“, - აღნიშნა რონალდუმ.

შეგახსენებთ, კრიშტიანუმ სეზონის სტარტზე 3 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა კარიერაში მეოთხედ შეძლო სეზონის საწყის ორ მატჩში გატანა (2009, 2011, 2014, 2020).


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:12 | 22.04.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გამზრდელს დავეცი ამათი ჯერ დაუნგრიეს კარიერა მერე ფიბალში რო ყოფილიყო მოვუგებდით სევილიას

15:56 | 21.04.2017
KoRBeN DaLLaS (24844)

სახოს სახო ააძრეს... სულ ტყუილად თან
იმიტომ რომ უეფაა სახოდაკარგული DDDDDDDD

0.061207