ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლესტერ სიტის“ უმასპინძლა და ეს თამაში ჯეიმი ვარდის ბენეფისად გადაიქცა. ინგლისელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ორჯერ პენალტით გაიტანა, მაგრამ ეს მის შედეგს არ აკნინებს.
ზოგადად, „ლესტერის“ ბენეფისი იყო „ეტიჰად სთედიუმზე“, სადაც 5:2 მოიგო და პეპ გვარდიოლას გუნდს შინ მსგავსი მტკივნეული მარცხი დიდი ხანია არ უგემია. არადა, „ქალაქელებისთვის“ ყველაფერი დიდებულად დაიწყო და მეოთხე წუტზე რიად მაჰრეზმა ანგარიში გახსნა.
თუმცა, შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. ვარდის ჰეთ-თრიქს ჯეიმს მედისონის ფანტასტიკური გოლი მოჰყვა, ხოლო საბოლოო ანგარიში იური ტილემანსმა პენალტით დააფიქსირა. „სიტის“ რიგებში ერთი ბურთი ნათან აკემ ჩაიწერა აქტივში.
„ლესტერმა“ სამ მატჩში 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს „ევერტონთან“ ერთად ლიდერობს, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 3 ქულით მე-12 ადგილზეა.
„მანჩესტერ სიტი“ – „ლესტერი“ 2:5 (1:1)
გოლები: 1:0 მაჰრეზი (4), 1:1 ვარდი (37, პენ), 1:2 ვარდი (54), 1:3 ვარდი (58, პენ), 1:4 მედისონი (77), 2:4 აკე (84), 2:5 ტილემანსი (88, პენ)