ფეხბურთი

18:20 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ნახევარფინალი დაკომპლექტდა

საქართველოს თასის გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. „სამგურალსა“ და საჩხერის „ჩიხურას“, „საბურთალო“ და „გაგრა“ შეუერთდნენ.

თბილისის „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მეორე ტაიმში გატანილი გოლით დაამარცხა. ანგარიში გაგი მარგველაშვილმა გახსნა, ხოლო შეხვედრას წერტილი ოლივიე ბუმალიმ დაუსვა.

ნახევარფინალში გავიდა „გაგრა“, რომელმაც „დინამო ბათუმის“ შემდეგ ეროვნული ლიგის კიდევ ერთი ლიდერი, გორის „დილა“ დაამარცხა. მატჩის 120-მა წუთმა უგოლოდ ჩაიარა და გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც „გაგრამ“ 5:3 იმარჯვა.

ნახევარფინალური წყვილები ჯერჯერობით უცნობია და წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

„საბურთალო“ – „ტორპედო“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მარგველაშვილი (65, პენ), 2:0 ბუმალი (79)

„გაგრა“ – „დილა“ 0:0 (0:0) პენ: 5:3

0.104581