სხვა

16:35 | 27.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

უნგრეთში მიმდინარე ნიჩბოსნობის მსოფლიო თასზე ქართველმა სპორტსმენმა ზაზა ნადირაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენებური პირველ ადგილზე გასულ რუს ივან შტილს მცირედით (0,29) ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაზამ 26 სექტემბერს, პირველი შესარჩევი გაცურვა პირველი ადგილით დაასრულა და ფინალში ისე გადავიდა.

აქვე გეტყვით, რომ ნადირაძის გარდა ფინალურ ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი მურმან მალანია გამოდიოდა, რომელმაც აღნიშნულ ეტაპამდე მე-5 ადგილით მიაღწია, მიაღწია, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში კი მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდა.

0.112183