ფეხბურთი

10:25 | 27.09.2020 | ნანახია NaN - ჯერ

დავით ვოლკოვის გამარჯვების გოლი აზერბაიჯანში (+VIDEO)

აზერბაიჯანის ჩემპიონატში გოლის გატანა დავით ვოლკოვმა მოახერხა, რომელიც „ზირას“ ღირსებას იცავს. ქართველმა ფორვარდმა თავის გუნდს „კეშლასთან“ საგარეო შეხვედრაში მოაგებინა.

მე-80 წუთზე, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო (2:2), სტუმრებმა პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, რომელიც ვოლკოვმა შესრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში თავის გამოჩენა მეორედ მოახერხა, მისი გუნდი კი 4 ტურის თავზე 7 ქულით მეორე ადგილზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:42 | 29.01.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაიამი ჰიტიი

0.086157