საქართველოს თასის გათამაშებაში მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ტიტულისთვის ბრძოლას საჩხერის „ჩიხურა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ აგრძელებენ.
„ჩიხურამ“ ეროვნული ლიგა 3-ის ბინადარი „თბილისი სითი“ ადვილად 5:2 დაამარცხა. იმერელთა უპირატესობა პირველივე ტაიმში გამოიკვეთა და გამარჯვებაც ადვილად მოიპოვა - 5:2.
არც მეორე ნახევარფინალში ყოფილა დიდი ბრძოლა, სადაც წყალტუბოს „სამგურალმა“ „თელავი“ თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით დაამარცხა და საუკეთესო ოთხეულშია.
კვირას დარჩენილი ორი მეოთხედფინალი გაიმართება: „საბურთალო“ – „ტორპედოს“, „გაგრა“ კი „დილას“ უმასპინძლებს.
„თბილისი სითი“ – „ჩიხურა“ 2:5 (0:2)
გოლები: 0:1 დეკანოიძე (18), 0:2 კახაბრიშვილი (41), 1:2 ქალდანი (50), 1:3 კახაბრიშვილი (63), 1:4 კიკაბიძე (75), 2:4 შუბითიძე (84), 2:5 მუჯირი (90)
„სამგურალი“ – „თელავი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 რაზმაძე (10), 2:0 ჩიხლაძე (56)