აკი ბაშოს ბოლოს წინა დღეს მოიგო ტოჩინოშინმა. ქართველი სუმოისტი მე-2 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და მისი დამარცხება იორიკირის ილეთით მოახერხა.
ეს აღნიშნული წყვილის 32-ე ბრძოლა იყო და ურთიერთშეხვედრებში ტოჩის 21 მოგების წილ, 11 მარცხი აქვს.
ლევანს შემოდგომის სუპერტურნირზე 6 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებით ბალანსს ვერ გაინაღდებს. მისი მომავალი მეტოქე კი ჯერჯერობით უცნობია.