ფეხბურთი

11:06 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "მხოლოდ 13 ფეხბურთელი გვყავს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მის გუნდს აკადემიიდან მოუწევს ფეხბურთელების დამატება, რადგან ამჟამად მხოლოდ 13 ფეხბურთელია სათანადო ფორმაში.

„იმ ვითარებაში, რაც ახლა გვაქვს, აკადემიის მოთამაშეები გვჭირდება. პირველ გუნდში მხოლოდ 13 ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ფორმაში არიან. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების გამო ლიამ დელაპი ჩვენთან დარჩება და გამოვიყენებთ. არ გვავიწყდება, რომ ის მხოლოდ 17 წლისაა და ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ, რომ აკადემია ძალიან გვეხმარება“, - თქვა გვარდიოლამ.

აქვე გეტყვით, რომ ლიამ დელაპი ცნობილი ირლანდიელი ფეხბურთელის, რორი დელალის შვილია. რორი თავის დროს „დერბი ქაუნთიში“, „საუთჰემპტონსა“ და „სტოკ სიტიში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115857