ფეხბურთი

11:45 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ნორვეგიელი ტალანტის ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური „მილანი“ ნორვეგიული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის იენს პეტერ ჰაუგეს ტრანსფერზე მუშაობს. „ბოდო გლიმტის“ 20 წლის შემტევმა „როსონერის“ ხელმძღვანელობა ორი დღის წინ მოხიბლა, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს ევროპალიგაზე შეხვდნენ (3:2).

ჰაუგემ „სან სიროზე“ ულამაზესი გოლიც გაიტანა და როგორც ჩანს, თვითონ ნამდვილად არ იქნება წინააღმდეგი, რომ კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

„მილანი“ შესანიშნავი კლუბია, თუ ეს ვარიანტი მექნება, აუცილებლად განვიხილავ“, - თქვა ჰაუგემ მატჩის შემდეგ. ახალგაზრდა ნორვეგიელი „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმაც შეაქო:

„მისმა ნიჭმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ნამდვილად არის მაღალი დონის ფეხბურთელი“, - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

იენს პეტერ ჰაუგე „ბოდო გლიმტში“ 2016 წლიდან თამაშობს და 117 შეხვედრაში 35 გოლი აქვს გატანილი. უშუალოდ 2020 წელს კი 20 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112661