ფეხბურთი

10:29 | 26.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესი: "იმედი მაქვს, "ატლეტიკოს" მიზნების მიღწევაში დავეხმარები"

ლუის სუარესმა „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.

„ელ პისტოლერომ“ „როხიბლანკოს“ 9-ნომრიანი მაისური მოირგო და კლუბს ბედი ორი წლით დაუკავშირა.

„დღეს ჩემთვის ემოციებით აღსავსე დღე იყო და იმედი მაქვს, რომ „ატლეტიკოს“ დახმარებას მოვახერხებ“, - დაწერა სოციალურ ქსელში ურუგვაელმა.

33 წლის ფორვარდმა „ბარსელონა“ 6 წლის შემდეგ დატოვა (283 მატჩი, 198 გოლი) და მადრიდის „ატლეტიკო“ მის კარიერაში მეორე ესპანური გუნდი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059398