საფეხბურთო ჩემპიონატები

21:45 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

უმტიტი შესაძლოა "ლიონში" დაბრუნდეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" მცველი სამუელ უმტიტი შესაძლოა მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს. როგორც L`Equipe იუწყება, "ლიონი" "ბარსელონასთან" ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ფრანგული გამოცემა იუწყება, რომ "ლიონს" მცველის იჯარა სურს გამოსყიდვის უფლების დატოვებით.

სამუელი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია და ამ კლუბის მაისურით 170 მატჩი ჩაატარა. "ბარსელონაში" ფეხბურთელი 2016 წელს გადავიდა. გასულ სეზონში ფეხბურთელმა "ბლაუგრანას" რიგებში 18 მატჩი ჩაატარა და სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე დაშავდა.

0.118125