ფეხბურთი

19:59 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" კავანის ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი შესაძლოა მადრიდის "ატლეტიკოში" გადავიდეს. როგორც Goal-ი იუწყება, "როხიბლანკოსმა" სამხრეთამერიკელს 1+1 სისტემის კონტრაქტი შესთავაზა. ჯერჯერობით კავანის პოზიცია უცნობია.

ედინსონმა "პარი სენ ჟერმენი" თავისუფალი აგენტის სტატუსით მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვა. შესაბამისად, "ატლეტიკოს" ფეხბურთელის დასამატებლად თანხის გადახდა არ დასჭირდება. ამავდროულად, მოსალოდნელია დიეგო კოშტას გუნდიდან წასვლა და ეს გაადვილებს კავანის მისვლას კლუბში.

კავანი პარიზულ კლუბში 2013 წელს "ნაპოლიდან" გადავიდა. მას შემდეგ ედინსონმა 301 მატჩი ჩაატარა პსჟ-ს მაისურით და 200 გოლი გაიტანა.

0.110632