ჩრდილოეთ მაკედონიაში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა. ევროპა ლიგის მატჩზე, „შკენდია“ – „ტოტენჰემი“ კარის სიმაღლე 5 სმ-ით დაბალი იყო, ვიდრე რეგლამენტის თანახმადაა ნებადართული.
ლაფსუსი „ტოტენჰემის“ მეკარეებმა ჯო ჰარტმა და უგო ლორისმა გახურებისას უმალვე შენიშნეს და ჟოზე მოურინიოს აცნობეს, რომელმაც თავის მხრივ უეფას დელეგატს უხმო და დადგინდა, რომ კარი მართლაც პატარა იყო.
თუმცა, დროის სიმწირიდან გამომდინარე უეფამ ვერაფერი გააწყო და გუნდებს განსხვავებულ პირობებში მოუწიათ თამაში. ჯოზემ კი სოციალურ ქსელში დაწერა:
„მეგონა სიმაღლეში გავიზარდე, მაგრამ სინამდვილეში კარი 5 სმ-ით დაბალი იყო“, - წერს მოურინიო.
განსხვავებული ზომის კარმა „ტოტენჰემს“ ხელი ვერ შეუშალა, 3:1იმარჯვა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ჰაიფას „მაკაბის“ უმასპინძლებს.