თამაშგარე

12:00 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალისია ვერანდუს არაბული ოდისეა

პორტუგალიელი ფეხბურთელის ბერნარდუ სილვას ყოფილი გულისსწორი, მოდელი ალისია ვერანდუ მობურთალთან დაშორების შემდეგ საერთოდ გაქრა თვალთახედვის არეალიდან. ეს გოგო ბოლო სამი წლის მანძილზე დაკარგული იყო და მასზე ბულვარული მედიაც თითქმის არაფერს წერდა.

როგორც ახლახანს გაირკვა, მშვენიერი ალისია უქმად არ მომცდარა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ქონდა “კუდი ყავარზე დადებული“. ალისია ზუსტად არ ამხელს თუ რას საქმიანობდა არაბეთში, თუმცა ამბობს, რომ იქ ბევრი მეგობარი გაიჩინა და არაბ შეიხებსაც ნამეტნავად დაუახლოვდა.

ჩვენ აბა სხვის ბედსა და წარსულს როგორ ჩავეძიებით, მაგრამ “ყვითელი“ მოკალმეები კი ვარაუდობენ, რომ ვერანდუს ქალი არაბეთის ნახევარკუნძულზე დიდ ოღარაშობაში იყო და იქ იმდენი ფული იშოვა, მთელი ცხოვრება შეუძლია წამოწვეს და იბაირამოსო. წამოწოლა კი წესით ნამეტანი უნდა უყვარდეს...

0.164706