1955. დაიბადა კარლ-ჰაინც რუმენიგე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ”ბაიერნის”, მილანის ”ინტერისა” და ”სერვეტის” ფეხბურთელი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს პირველობების ორგზის ფინალისტი (1982, 1986). გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 95 მატჩი, გაიტანა 45 გოლი. 1980 და 1981 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ. ”ბაიერნის” რიგებში რუმენიგემ ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი (1975, 1976), გერმანიის ჩემპიონობა (1980, 1981) და საკონტინენტთაშორისო თასი (1976). გერმანულ ბუნდესლიგაში ჩაატარა 310 მატჩი, გაიტანა 162 გოლი. 1980, 1981 და 1984 წლებში გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი, 1989 წელს კი შვეიცარიის პირველობის ბომბარდირი. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ტელეკომენტატორად მუშაობდა, 1991-2002 წლებში “ბაიერნის” ვიცე-პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი ბავარიული გრანდის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1888. ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ჰეთ-თრიკი დაფიქსირდა. ბირმინგემის “ასტონ ვილას” ფორვარდმა ალბერტ ალენმა სამი გოლი გაუტანა “ნოთს ქაუნთის”, მატჩი კი “ვილა პარკელებმა” 9:1 მოიგეს.
1920. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მოლა მელორიმ ზინდერშტეინი 6:3, 6:1 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 34-ე ჩემპიონი გახდა.
1926. ჰოკეის ეროვნულ ლიგას ორი კლუბი, ”ჩიკაგო ბლექ ჰოუკსი” და ”დეტროიტ რედ უინგზი” დაემატა.
1962. სონი ლისტონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ფლოიდ პატერსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1973. ლისაბონის ”ბენფიკას” და ფიფას ნაკრებთა მატჩის დროს (შეხვედრა 2:2 დასრულდა) ფეხბურთიდან ეუსებიო გააცილეს.
1974. თბილისის ”დინამომ” პოლონეთში ტურნეს დროს კრაკოვში ადგილობრივ ”ვისლასთან” 0:2 წააგო. ”დინამო” (გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა): გოგია, მუჯირი, ჭელიძე, ხურცილავა, ებრალიძე, გავაშელი, ასათიანი, მჭედლიშვილი (გ. მაჩაიძე), რეხვიაშვილი, გ. ნოდია, წერეთელი (ესებუა).
1988. ამერიკელმა მძლეოსანმა ქალმა ფლორენს გრიფიტ ჯოინერ-კერსიმ სეულში 100 მეტრზე გარბენა ოლიმპიური რეკორდით მოიგო (10.54).
1988. სეულის ოლიმპიადის მსვლელობისას ამერიკის მოცურავეთა ნაკრებმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვისას მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (3:16.53).
1992. ჯიმი კონორსმა საჩვენებელ მატჩში მარტინა ნავრატილოვა დაამარცხა.
1994. ოლივერ მაკოლმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ლენოქს ლუისი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1997. ქალ კალათბურთელთა ეროვნულ ასოციაციას (WNBA) ორი ახალი კლუბი, ”დეტროიტი” და ”ვაშინგტონი”, დაემატა.
2005. “ბარსელონას” არგენტინელმა ლეგიონერმა ლიონელ მესიმ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც კატალონიური გრანდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას გაუიოლებდა.
2006. საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პოლონურ სოპოტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მატჩში, რუსეთის გუნდი დაამარცხა (15:7).
2006. გუანჯოუში (ჩინეთი) გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დავით ბედინაძემ (60 კგ) ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
2011. ჩინეთში მომდინარე მამაკაც კალათბურთელთა აზიის ჩემპიონატის ფინალში ჩინეთმა იორდანიას 70:69 სძლია და მეთხუთმეტედ მოიპოვა კონტინენტის საუკეთესო ნაკრების ტიტული. ჩინელებმა ამ გამარჯვებით ლონდონის 2012 წლის საკალათბურთო ტურნირის საგზური დაისაკუთრეს.
ამ დღეს დაიბადნენ
1877. გიორგი დიუპერონი. რუსეთში ფეხბურთის პოპულარიზატორი და დამნერგავი.
1913. იოზეპ (პეპი) ბიკანი. 1920-50-იან წლებში ჩეხოსლოვაკური და ავსტრიული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი. ოფიციალურ მატჩებში გატანილი აქვს 800 გოლზე მეტი. პრაღის “სლავიასა” და ჩეხოსლოვაკიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი (შესაბამისად 417 და 206). 1933-39 წლებში ავსტრიის ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი (14 გოლი). 1938-49 წლებში ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ავსტრიის ჩემპიონი (1935, 1936, 1937). ჩეხიისა და ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი (1940, 1941, 1942, 1943, 1947, 1948).
1926. სერგეი ფილატოვი. საბჭოთა ცხენოსანი. 1960 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1951. ბობ მაკადუ. 14 წელი იცავდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების ღირსებას, ”ლოს ანჯელეს ლეიკერსის” შემადგენლობაში კი ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. ევროპაში თამაშობდა იტალიურ კლუბებში, რის შემდეგაც კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და წარმატებით ასპარეზობა განაგრძო.
1954. ხუანდე რამოსი. “ესპანიოლის”, “მალაგას”, “სევილიას”, მადრიდის “რეალის”, “ტოტენჰემის”, მოსკოვის ცსკას მწვრთნელი. სევილიელებს ორჯერ უეფას თასი, თითოჯერ ესპანეთის თასი და ევროპის სუპერთასი მოაგებინა. “ტოტენჰემთან” ერთად ინგლისის ლიგის თასს დაეუფლა. 2007 წელს დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მწვრთნელად.
1955. კარლ-ჰაინც რუმენიგე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ”ბაიერნის”, მილანის ”ინტერისა” და ”სერვეტის” ფეხბურთელი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს პირველობების ორგზის ფინალისტი (1982, 1986). გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 95 მატჩი, გაიტანა 45 გოლი. 1980 და 1981 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ. ”ბაიერნის” რიგებში რუმენიგემ ორჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი (1975, 1976), გერმანიის ჩემპიონობა (1980, 1981) და საკონტინენტთაშორისო თასი (1976). გერმანულ ბუნდესლიგაში ჩაატარა 310 მატჩი, გაიტანა 162 გოლი. 1980, 1981 და 1984 წლებში გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორი, 1989 წელს კი შვეიცარიის პირველობის ბომბარდირი. აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ტელეკომენტატორად მუშაობდა, 1991-2002 წლებში “ბაიერნის” ვიცე-პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი ბავარიული გრანდის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
1960. იგორ ბელანოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, ოდესის ”ჩერნომორეცისა” და კიევის ”დინამოს” ფორვარდი. თამაშობდა მიონხენგლადბახის ”ბორუსიაშიც”. ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი (1988). 1986 წელს დაასახელეს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ.
1965. სკოტი პიპენი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. შედის პლანეტის 50 უძლიერეს მოთამაშეთა შორის. ამპლუით გამთამაშელი-მსროლელი-ფორვარდი (211 სმ). პიპენი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ექვსგზის ჩემპიონია (”ჩიკაგო ბულზის” შემადგენლობაში) და ორჯერ აქვს მოგებული ოლიმპიადა (1992, 1996). კარიერის განმავლობაში შესრულებული აქვს 20 სამმაგი დუბლი.
1965. პედრუ ეშპინია. პორტუგალიის ნაკრებისა და ”გიმარაეშის” გოლკიპერი.
1967. ჯეფ ჰარტვიგი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში ჩრდილოეთ ამერიკის რეკორდსმენი.
1972. ვალენტინა პოპოვა. რუსი ძალოსანი. ევროპის ორგზის ჩემპიონი.
1973. ტიჯანი ბაბანგიდა. ნიგერიის ნაკრების, ”როდას”, ”აიაქსისა” და ”ვიტესის” ფეხბურთელი. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მოგებული აქვს ჰოლანდიის პირველობა და თასი.
1974. ოლივიე დაკური. საფრანგეთის ნაკრების, “სტრასბურგის”, “ევერტონის”, “ლანსის”, “ლიდსის”, “რომას”, “ინტერის”, “ფულჰემის”, “სტანდარდის” ნახევარმცველი. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური თამაშებისა (1996) და ევროპის ჩემპიონატის (2004) მონაწილე. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.
1974. რამაზ გოგობერიშვილი. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, ”რუსთავის”, თბილისის ”დინამოს”, ”სტუ-ჯეოსელის” ფორვარდი (194 სმ).
1976. ჩონსი ბილაფსი. ”დეტროიტ პისტონზის” გამთამაშებელი (190 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი (2004) და ფინალისტი (2005).
1976. ზე ელიასი. ბრაზილიის ნაკრების, ”კორინთიანსის”, ლევერკუზენის ”ბაიერის”, მილანის ”ინტერისა” და ”ოლიმპიაკოსის” ნახევარმცველი.
1980. ანტონიო ბუენო. იტალიის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი-ცენტრი.