მიუნხენის „ბაიერნი“ ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია. ჰანსი ფლიკის გუნდმა ბუდაპეშტში ესპანური „სევილია“ დაამარცხა, მართალია არა ისე, როგორც ბოლო პერიოდში შეგვაჩვია, მაგრამ მაინც აჯობა.
ანგარიში მე-13 წუთზე ესპანელებმა გახსნეს. ივან რაკიტიჩის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გოლად ლუკას ოკამპოსმა აქცია და „სევილიელი დალაქები“ დაწინაურდნენ. „ბაიერნს“ ზუსტად 20 წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად - რობერტ ლევანდოვსკის იდეალური პასი გოლად ლეონ გორეცკამ აჯობა.
„ბაიერნი“ უპირატესობას ფლობდა და მეორე ტაიმში კიდევ ორჯერ გაიტანა, მაგრამ ორჯერვე გოლი გაუქმდა და 90 წუთი ფრედ 1:1 დასრულდა. დამატებით დროში კი მატჩის გმირად ხავი მარტინესი იქცა.
ესპანელი მცველი, რომლის გუნდიდან გაშვება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო და რომელიც თამაშში გოლამდე 5 წუთით ადრე ჩაერთო. მარტინესმა 104-ე წუთზე გაიტანა და „რეკორდმაისტერმა“ იმარჯვა.
„ბაიერნი“ ისტორიაში მეორედ დაეუფლა ევროპის სუპერთასს და სეზონი ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა - ევროპული ტიტულით.
„ბაიერნი“ – „სევილია“ 2:1 დ.დ (1:1)
ბუდაპეშტი, „პუშკაშ არენა“
მაყურებელი: 20 000
„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; პავარი, ზულე, ალაბა (ბოატენგი 112), ერნანდესი (ხავი მარტინესი 99); გორეცკა (დევისი 99), კიმიხი; გნაბრი, მიულერი, სანე (ტოლისო 70); ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი
„სევილია“ (4-3-3): ბონო; ნავასი, კუნდე, კარლოსი, ესკუდერო; ჯორდანი (ვასკესი 73), ფერნანდო, რაკიტიჩი (ტორესი 56); სუსო (გუდელი 73), დე იონგი (ენ-ნესრი 56), ოკამპოსი
მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი
გოლები: 0:1 ოკამპოსი (13, პენ), 1:1 გორეცკა (34), 2:1 ხავი მარტინესი (104)
გაფრთხილება: ალაბა (12), ერნანდესი (90) - ჯორდანი (45), კუნდე (55), ფერნანდო (70), ესკუდერო (119)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 6 (1) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 10:6 თამაშგარე: 3:3
მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)