ლონდონის „ჩელსიმ“ „რენიდან“ მეკარე ედუარ მენდი შეიძინა. ინგლისური კლუბის ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
მენდიმ „ჩელსისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო არაოფიციალური ცნობით, ტრანსფერის ღირებულებამ 25 მილიონი ევრო შეადგინა. 28 წლის სენეგალელი კიპერი კეპა არისაბალაგას შემცვლელად მოიაზრება, რომელიც გუნდში რჩება, მაგრამ მისი თამაშით ფრენკ ლამპარდი დიდი ხანია უკმაყოფილოა.
ედუარ მენდი „რენში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 34 მატჩში 32 გოლი გაუშვა. მანამდე ის „რეიმსის“კარს იცავდა.