ფეხბურთი

14:48 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის პოსტი კახა კაჭარავამ დატოვა

კახა კაჭარავა „სამტრედიის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. ქართველმა სპეციალისტმა იმერული კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, მიზეზად კი საქართველოს თასზე „თბილისი სიტისთან“ მარცხი დაასახელა.

კაჭარავამ „სამტრედია“ 2019 წელს ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში კი იმერულ კლუბს 11 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზე იმყოფება. მეათე ტურის შეხვედრა კი სამ ოქტომბერს, გორის „დილასთან“, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

0.114852