სხვა

13:00 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი უარყოფითი ბალანსის ზღვარზე - ქართველმა სუმოისტმა მე-7 ბრძოლა წააგო (+VIDEO)

აკი ბაშოზე მე-7 მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი კომოსუბი ოკინეუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით წააგო.

შერკინების დაწყებისთანავე ტოჩიმ მეტოქის მავაშიში ხელის ჩავლება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და იაპონელმა ლევანი დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

ეს წყვილიე მე-15 დაპირისპირება იყო და ოკინეუმმა ქართველთან ურთიერთშეხვედრებში მოგება- წაგების ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა - 7 მოგება და 8 მარცხი.

ქართველ სუმოისტს შემოდგომის სუპერტურნირზე სიტუაცია გაურთულდა, რადგან 5 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ ასპარეზობა დადებითი ბალანსით დაასრულოს, დარჩენილი 3 შეხვედრა უნდა მოიგოს.

გორგაძის მომდევნო მეტოქე მე-6 მაეგაშირა კაგაიაკი იქნება, რომელსაც ტოჩი აქამდე 5-ჯერ შეხვდა და ყველა ბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა.

0.123704