ავტოსპორტი

3:43 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ ყოფილი შეფი ფორმულა 1-ის ახალი ხელმძღვანელი გახდება

„ფერარის“ ყოფილი შეფი სტეფან დომენიკალი ფორმულა 1-ის მთავარი აღმასრულებლის პოსტზე, ჩეიზ ქერის შეცვლის. იტალიელი მენჯერი პოსტს ახალი სეზონის დაწყებამდე დაიკავებს. ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალურია და ის პირველმა გამოცემა „რეისფანზმა“ გაავრცელა, შემდეგ კი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ბიბისიმ და როიტერსმაც დაადასტურეს.

55 წლის დომენიკალი ამჟამად სპორტული ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია „ლამბორგინის“ ხელმძღვანელია და იმავდროულად, FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ერთადგილიანი სარბოლო ავტომობილების კომისიასაც უძღვება.

დომენიკალი „ფერარის“ პრეზიდენტი 2008-2014 წლებში იყო და სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, გუნდმა კონსტრუქტორთა თასი (ჯერჯერობით) უკანასკნელად მოიგო (2008 წელს).

ჩეიზ ქერი ფორმულა 1-ის პრეზიდნტი 2017 წელს გახდა, როდესაც სპორტის ეს სახეობა, ამერიკულმა კომპანია „ლიბერტი მედიამ“ გადაიბარა. მაშინ ქერიმ ბერნი ეკლსტოუნი შეცვალა. პოსტის დატოვების შემდეგ, ქერი ფორმულა 1-ის თავმჯდომარედ დარჩება.

ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, დომენიკალი გახდბა „ფერარის“ მესამე ყოფილი მენეჯერი, რომელიც ავტოსპორტის უმაღლეს თანამდებობაზე დაინიშნება. შეგახსენებთ, რომ FIA-ს პრეზიდენტია ჟან ტოდტი, ვინც „სკუდერიას“, გუნდის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდში ხელმძღვანელობდა. ტოდტს ამ პოსტზე მესამე ვადა მომავალ წელს უმთავრდება. როს ბრაუნი კი იმავე პერიოდში, გუნდის ტექნიკური დირექტორი იყო, ამჟამად კი ფორმულა 1-ის მმართველი დირექტორია.

0.107858