ფეხბურთი

2:35 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუის სუარესი "ატლეტიკოში" ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონამ“ ლუის სუარესის „ატლეტიკოში“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 33 წლის ურუგვაელი დღეს, ესპანეთის დროით 12:30 საათზე გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას გამართავს და ახალ გუნდს შეუერთდება.

სუარესის სატრანსფერო ღირებულებამ 6 მილიონი ევრო შეადგინა, „ატლეტიკოში“ კი 2 სეზონი ითამაშებს და წლიურად მისი ხელფასი 9 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ამრიგად, ლუის სუარესის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება და „ბარსელონა“ 6 წლის შემდეგ დატოვა. სამხრეთამერიკელი „კამპ ნოუზე“ 2014 წელს „ლივერპულიდან“ გადავიდა და კლუბის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.

სუარესმა „ბარსას“ მაისურით 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა და 109 საგოლე პასი გააკეთა. ამასთან, ოთხ-ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ესპანეთის თასი მოიგო, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109385