ფეხბურთი

1:25 | 24.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "გენტი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დაშორდა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველი მატჩები დასრულდა და წინ საპასუხო შეხვედრებია, რომლებიც მომდევნო კვირაში გაიმართება.

იქამდე კი გიორგი ჩაკვეტაძის გარეშე „გენტი“ კიევის „დინამოს“ დაუხვდა და მარცხი განიცადა. ვიმ დე დეკერის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ძალიან შეიმცირა და კეივში აუცილებლად უნდა მოიგოს, რაც მისთვის ადვილი საქმე ნამდვილად არ იქნება. ბელგიაში კი გუნდებმა პირველივე ტაიმში გაცვალეს გოლები, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში რომან ბეზუსის გაძევება გადამწყვეტი გამოდგა. უკრაინელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლიც გაიტანეს. „გენტმა“ 1:2 წააგო, ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო არ უთამაშია. ქართველმა ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა.

თუ „გენტი“ ჯგუფურ ეტაპზე დაშორდა, ლაშა დვალის „ფერენცვაროში“ მიუახლოვდა, რომელმაც ნორვეგიაში „მიოლდესთან“ ფრე 3:3 ითამაშა და ცხადია, ეს საკმაოდ კომფორტული შედეგია. სერგეი რებროვის გუნდს უფრო მეტიც შეეძლო, მაგრამ 55-ე წუთამდე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, მაგრამ ნახევარ საათში 3 გოლი გაუშვა და ბოლოს მარცხისგან თავის დასაღწევად მოუწია თამაში, რაც მოახერხა - 3:3. დვალი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა პირეოსის „ოლიმპიაკოსი“, რომელმაც ნიქოზიის „ომონია“ მატჩის მიწურულს გატეხა და 2:0 აჯობა. სასწაული თუ არ მოხდება, ბერძნები ალბათ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო კვიპროსის ჩემპიონს ევროპა ლიგით მოუწევს დაკმაყოფილება. საპასუხო მატჩები 29 სექტემბერსაა დაგეგმილი.

„გენტი“ – „დინამო“ (კიევი) 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 სუპრიაგა (9), 1:1 კლაინდენსტი (41), 1:2 დე პენა (79)

„ოლიმპიაკოსი“ – „ომონია“ 2:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვალბუენა (69, პენ), 2:0 ელ არაბი (90)

„მიოლდე“ - „ფერენცვაროში“ 3:3 (0:1)

გოლები: 0:1 ბოლი (7), 0:2 უზუნი (53), 1:2 ჯეიმსი (55), 2:2 ეიკრემი (65), 3:2 ელინგსენი (83), 3:3 ხარატინი (87)

0.121725