ფეხბურთი

22:15 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" და პსჟ ბაკაიოკოს ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებენ

ლონდონის "ჩელსი" და "პარი სენ ჟერმენი" ფრანგი ფეხბურთელის, ტიემუე ბაკაიოკოს ტრანსფერზე მოლაპარაკებას აწარმოებენ. აღნიშნული ინფორმაცია The Sun-მა გაავრცელა.

"არისტოკრატები" ცდილობენ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღონ. ჯერჯერობით კი უცნობია რამდენად აწყობთ ასეთი შეთავაზება პარიზელებს. ბაკაიოკოთი ასევე დაინტერესებულია "მილანი", სადაც ფრანგი 2018/19 წლების სეზონში იჯარის წესით თამაშობდა.

ტიემუე "ჩელსიმ" "მონაკოდან" 2017 წელს დაიმატა, თუმცა ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის რიგებში ფეხი ვერ მოიკიდა. გასული სეზონი ბაკაიოკომ იჯარის წესით "მონაკოში" გაატარა და 23 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 25.5 მილიონი ევროა.

0.113981