კალათბურთი

20:25 | 23.09.2020 | ნანახია 2259 - ჯერ

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში პირველივე ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომელიც მისთვის მხოლოდ 3 წუთისა და 19 წამს გაგრძელდა, რადგან მუხლის ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

ცსკა VTB ლიგის პირველ ტურში სტუმრად ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდა და ადვილად, 93:60 იმარჯვა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მატჩის დაწყებიდან 3 წუთში კი ტრავმის გამო მოედანზე დატოვა. ამ დროში მან 2 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა.

ჯერჯერობით უცნობია ქართველი კალათბურთელის ტრავმის ხარისხი. ცსკა კი მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, ისევ VTB ლიგაში საკუთარ მოედანზე პერმის „ამკარის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:45 | 05.04.2021
lagashi (6738)

მაინცდამაინც სათადარიგო სკამზე უნდა გადააბარგონ?

10:55 | 05.04.2021
deme2222 (1418)

წითელს რას დაეძებ რადგან გადარჩა :დდდდდდდდდდ

10:55 | 05.04.2021
deme2222 (1418)

ეს კარატისტია თუ ფეღბურთელი :დ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067398
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
2259