ფეხბურთი

19:58 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მიურა იაპონიის ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა

"იოკოჰამას" ფეხბურთელი კაზუიოში მიურა 53 წლის და 210 დღის ასაკში იაპონიის უმაღლესი ჩემპიონატის ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე გახდა. აღნიშნული ინფორმაცია FIFA-ს ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

მიურამ "კავასაკისთან" მატჩში მოედანზე პირველი წუთიდან გამოჩნდა და 56 წუთი ითამაშა. კაზუიოშიმ მასაში ნაკაიამას რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2012 წელს დამყარდა და იმ დროისთვის მასაში 45 წლის და ორი თვის იყო.

მიურამ ბოლოს იაპონიის უმაღლეს ლიგაში 2007 წელს ითამაშა. სულ "იოკოჰამას" რიგებში კაზუიოშიმ 290 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა, ხოლო იაპონიის ნაკრების მაისურით მიურა მოედანზე 89 მატჩში გავიდა და თავი 55-ჯერ გამოიჩინა.

0.121767