ფეხბურთი

19:05 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონამ" სემედუ პრემიერლიგაში გაასხვისა

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ნელსონ სემედუ კარიერას „ვულვზში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

სემედუ „ბარსელონამ“ 2017 წელს „ბენფიკადან“ 50 მილიონ ევროდ შეიძინა და ამ პერიდოში კატალონურ კლუბში 122 თამაში ჩაატარა. თუმცა, რონალდ კუმანის სამომავლო გეგმებში არც ის ჯდებოდა და კლუბი დატოვა.

ნელსონ სემედუ „ვულვზის“ მორიგი პორტუგალიელია, ამ გუნდს მისი თანამემამულე წვრთნის და გუნდშიც არაერთი პორტუგალიელი ფეხბურთელი ირიცხება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119172