ნიდერლანდების ნაკრებს ფრანკ დე ბური გაწვრთნის. ინფორმაცია ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა. დე ბური რონალდ კუმანს შეცვლის, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ბარსელონა" ჩაიბარა.
დე ბურმა ნიდერლანდების ნაკრებს 2022 წლის დასაწყისამდე ჩაიბარა, იქამდე, სანამ ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ასეთი კონტრაქტს მიზანი ის გახლავთ, რომ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ დე ბურის მუშაობა მუნდიალამდე შეაფასოს, კერძოდ, როგორ გამოვა გუნდი ევრო 2021-ზე და შედეგებიდან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას უხელმძღვანელებს თუ არა ის ეროვნულ გუნდს ყატარის მუნდიალზეც.
ფრანკ დე ბურს ნიდერლანდების ნაკრებში 112-ჯერ უთამაშია და თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. 2010 წელს ის ბერტ ვან მაარვიკის სამწვრთნელო შტაბში იყო დასაქმებული და მაშინ ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
დე ბური ბოლოს MLS-ში „ატლატანტას“ წვრთნიდა, მანამდე „აიაქსში“, მილანის „ინტერსა“ და ინგლისურ „კრისტალ პალასში“ იმუშავა.