თამაშგარე

14:51 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მარლო ჰორსტის ამბიციები

ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრების თილისმის ტიტულის მოსაპოვებლად გაჩაღებულ ბრძოლაში ახალი პრეტენდენტი გამოიკვეთა. ეს გახლავთ მოდელი მარლო ჰორსტი, რომელმაც ჰოლანდიელ მობურთალებს სიყვარული საჯაროდ აუხსნა და განაცხადა, რომ ნიდერლანდის საფეხბურთო ნაკრები მისი ბავშვობისდროინდელი ტკივილია.

მარლო ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში 1989 წელს დაიბადა. სამოდელო კარიერა 2007 წელს პარიზში სამოდელო სააგენტო IMG- სთან ხელშეკრულების გაფორმებით დაიწყო. 2008 წლის სექტემბერში მარლოს დებიუტი შედგა ბრენდ Prada-ს ჩვენებაზე. 2009 წელს მარლო ჰორსტი გახდა Valentino- ს ახალი სუნამოს სახე.

ეს ხელიუსხელსაგოგმანები მოდელი სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: Next, Goldenpoint, Massimo Rebecchi, Liu Jo და სხვა... მარლო ჰორსტი აგრძელებს მუშაობას და კარიერულ კიბეზე ზეაღსვლას. ახლა ის არის ახალი Victoria Secret-ის და Angel-ის სახე და რაც მთავარია ერთ-ერთი ულამაზესი ჰოლანდიელი ქალია პლანეტაზე.

0.126283