ინგლისის ლიგის თასზე „ვესტ ჰემი“ „ჰალ სიტისთან“ მატჩისთვის ემზადებოდა, როდესაც „ჩაქუჩების“ მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი და ორი ფეხბურთელი, ისა დიოპი და ჯოშ კალენი პირდაპირ სტადიონიდან სახლში წაიყვანეს - კორონავირუსის გამო.
როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სამივე მათგანს ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდათ:
„სამედიცინო შტაბმა მიიღო ტესტის შედეგები, დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ დევიდ მოიესსა და ორ ფეხბურთელს, რის შედეგადაც დაუყოვნებლივ დატოვეს სტადიონი და დაბრუნდნენ სახლში“, - წერს ლონდონელთა ვებგვერდი.
აქვე გეტყვით, რომ მატჩი არ გადადებულა - „ვესტ გემმა" "ჰალ სიტის" ადვილად, 5:1 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.