ფეხბურთი

12:12 | 23.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩრდილოეთის მეფე": "ლაიფციგმა" ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას ყოფილი თანაგუნდელი დაიმატა

გერმანულმა „ლაიფციგმა“ „კრისტალ პალასიდან“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ალექსანდერ სორლოთი დაიმატა. 24 წლის ფეხბურთელმა „ხარებთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 19-ნომრიანი მაისური მოირგო.

„ჩრდილოეთის მეფე“ - ასე გააცნო „ლაიფციგმა“ ახალწვეული საკუთარ გულშემატკივრებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 20 მილიონი ევრო შეადგინა.

სორლოთმა გასული სეზონი იჯარით „ტრაბზონსფორში“ გაატარა და თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

ნორვეგილი 2018-2019 წლების სეზონის მეორე ნახევარში ასევე იჯარით ბელგიურ „გენტში“ თამაშობდა და შესაბამისად, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.

0.12315