ფეხბურთი

18:49 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი შესაძლოა წლის ბოლომდე დისკვალიფიკაციით დაისაჯოს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი და „მარსელის“ მცველი ალვარო გონსალესი შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. L’Equipe-ს ცნობით, არაა გამორიცხული ორივე ფეხბურთელს მიმდინარე წელს ლიგა 1-ში თამაში აეკრძალოთ.

წყაროს თანახმად, თუ საფრანგეთის ლიგა ფეხბურთელების შეურაცხმყოფელ განცხადებებს რასიზმის აქტად მიიჩნევს, ბრაზილიელსა და ესპანელს 8-10 მატჩით იქნებიან დისკვალიფიკცირებულნი. შედეგად, 2020 წლის ბოლომდე საფრანგეთის ჩემპიონატში ვერ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა და ალვარო გონსალესმა პსჟ - „მარსელის“ (0:1) მატჩის ბოლო იჩხუბეს, რაც არამარტო ორივე, არამედ 5 ფეხბურთელის გაძევებით დასრულდა.

0.112771