მისი მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტი გახლდათ. ესპანელმა იოლად, ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა ქართველი.
არადა, ნიკა ამ ტურნირის ბოლო ორი წლის ჩემპიონი გახლდათ და როჯერ ფედერერის შემდეგ (შვეიცარიელმა 2004-2005 წლებში იმარჯვა მიჯრით) პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ჰამბურგში ზედიზედ მოახერხა ჩემპიონობა.
ნიკას 12-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ჰქონდა.
შარშან ფინალში ბასილაშვილმა რუს ანდრეი რუბლიოვს შანსი არ დაუტოვა. შარშანწინ კი გადამწყვეტ მატჩში მოქმედი ჩემპიონი, 31 წლის არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.