თამაშგარე

15:52 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

აცრემლებული რუსი ასულები

გიორგი შენგელაის მიერ გადაღებულ ქართულ ფილმ “სიყვარული ყველას უნდა“-ს გმირ ანოსაც კი არ უგლოვია თავისი აწგარდაცვლილი ქმარი კია ისე დიდხანს და ისეთი ვნებით, როგორც მოსკოველი ფეხბურთის ქომაგები დღემდე გლოვობენ ევროპა ლიგაზე თბილისის “ლოკომოტივთან“ მარცხს.

გუშინწინ მოსკოვის “დინამოს“ გულშემატკივრები სტადიონზეც კი შეიპარნენ (სადაც კორონა-პანდემიის გამო როგორც იცით შესვლა აკრძალულია) და ტრიბუნებზე უზარმაზარი პლაკატი გამოფინეს და ამ გზით მთელი გულ-ჯიგრით დასცინეს კლუბს, რომელსაც თბილისელ რკინიგზელებზე ლამის 30-ჯერ დიდი ბიუჯეტი და ფინანსური შეძლება გააჩნია.

როგორც ამბობენ, ამ პლაკატის გამომფენნი, “დინამოს“ ქალი გულშემატკივრები ყოფილან. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეს კლუბი მთელს რუსეთში სწორედ ქომაგთა გენდერული მრავალფეროვნებითაა გამირჩეული და განსაკუთრებით ბევრი ქალი ქომაგი ყოლია. ჰოდა, კიდევ ერთხელ ვუთხართ დიდი მადლობა თბილისელ ფეხბურთელებს რუსი ასულების აცრემლებისთვის.

0.134921