სხვა

12:51 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი მიტაკეუმთან დამარცხდა (+VIDEO)

აკი ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს კვლავ მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტოჩიმ ორთაბრძოლა კარგად დაიწყო, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა. ეს წყვილის მე-13 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ლევანმა 8 მოიგო, 5 კი მარცხით დაასრულა.

ქართველ სუმოისტს შემოდგომის სუპერტურნირზე 4 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და უარყოფით ბალანზე იმყოფება, დადებითი ბალანსისთვის კი დარჩენილი 5 ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი მარცხის უფლება აქვს.

გორგაძის მომავალი მეტოქე კომოსუბი ენდო იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებშიც მოგება-წაგების ბალანსი 12 ორთაბრძოლიდან თანაბარია - 6 მოგება და ამდენივე მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108056