ფეხბურთი

1:18 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში გოლების რეკორდი დამყარდა, "სიტიმ" გამარჯვებით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის მეორე ტური „ვულვზისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩით დასრულდა. როგორც მოგახსენეთ, მეორე ტური იყო, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდს პირველ ტურში არ უთამაშია და ამიტომაც, მისთვის სეზონი გაიხსნა.

დასაწყისი მშვენიერია, „სიტიმ“ მეტოქეს აჯობა და დამაჯერებელი უპირატესობით იმარჯვა. კევინ დე ბრუინისა და ფილ ფოდენის გოლებით სტუმრებმა მატჩის ბედი პრაქტიკულად საწყის ნახევარ საათში გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ 78-ე წუთზე რაულ ხიმენესმა შეამცირა სხვაობა და ბოლოსკენ სიტუაცია ოდნავ დაიძაბა. საბოლოო ანგარიში სტუმრებმა დააფიქსირეს, გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა.

„მანჩესტერ სიტიმ“ 3:1 იმარჯვა და სეზონის სასტარტო თამაში წარმატებით დაასრულა. სხვათა შორის, პრემიერლიგაში გოლების რეკორდი დამყარდა - 44 გოლი ერთ ტურში აქამდე არასდროს გასულა, იგულისხმება პრემიერლიგა და მხოლოდ 20 გუნდის მონაწილეობით...

„ვულვზი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 დე ბრუინი (20, პენ), 0:2 ფოდენი (32), 1:2 ხიმენესი (78), 1:3 გაბრიელ ჟესუსი (90)

0.136815