სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:49 | 22.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანმა და "მილანმა" იდეალურად დაიწყეს

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი „მილანმა“ ისე დაიწყო, როგორც გასული დაასრულა - დიდებულად. სტეფანო პიოლის გუნდზე კორონავირუსის გამო სეზონის შეწყვეტამ ყველაზე კარგად იმოქმედა.

თავად განსაჯეთ, „როსონერიმ“ სწორედ სეზონის შეწყვეტამდე ბოლო თამაში სახლში უსახურ „ჯენოასთან“ წააგო, მას შემდეგ კი უკვე 13 ტურია არ წაუგია და აქედან 10-ჯერ გამარჯვება მოიპოვა.

ბრწყინვალე იყო ზლატან იბრაჰიმოვიჩი. შვედს ასაკი საერთოდ არ ეტყობა და მორიგი შოუ დადგა. ვეტერანი ფორვარდი ჯერ ტეო ერნანდესის ჩაწოდებას გამოეხმაურა და თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი გაიტანა და სტუმრებს იმედიც დაუკარგა. თუ გავითვალისნებთ იმას, რომ ზლატანმა ევროპა ლიგაზე „შემროკსაც“ გაუტანა, მიმდინარე სეზონის ორ თამაშში უკვე 3 გოლი დაუგროვდა.

„მილანმა“ კი დამაიმედებლად და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაიწყო. დანარჩენილ მომავალში გამოჩნდება. უახლოესი მეტოქეები კი „ბოდო გლიმტი“ და „კროტონე“ არიან, შესაბამისად, ევროპა ლიგასა და სერია A-ში.

„მილანი“ – „ბოლონია“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (35), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (51, პენ)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11644