ფეხბურთი

22:47 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" სემედუც ტოვებს და პრემიერლიგაში ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონას“ კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, გადაწყვეტილია, რომ ნელსუნ სემედუ კარიერას „ვულვზში“ გააგრძელებს.

მხარეები უკვე შეთანხმდნენ და პორტუგალიელი პრემიერლიგაში გადაინაცვლებს და „ვულვზში“ მას ბევრი თანამემამულეც დახვდება. „მგლები“ „ბარსას“ 35 მილიონ ევროს გადაუხდიან.

„ბარსელონამ“ სემედუ 2017 წლის ზაფხულში „ბენფიკადან“ 50 მილიონ ევროდ იყიდა და 124 თამაში ჩაატარა. თუმცა, ძირითადი შემადგენლობის მუდმივ წევრად ჩამოყალიბება ვერ მოახერხა.

0.112302