ფეხბურთი

19:53 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"როტორის" დირექტორმა ანანიძეზე ისაუბრა

ვოლგოგრადის „როტორის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი ეიმედებოდათ, რადგან ცნობილი და კრეატიული ფეხბურთელია, მაგრამ ტრავმის მოშუშება ვერ მოახერხა.

„ფინანსურად შეზღუდულები ვართ, მხოლოდ იჯარით ან თავისუფალი აგენტების დამატება შეგვიძლია. ეს მნიშვნელოვნად ავიწროვენს ნამდვილად კარგი მოთამაშეების მოძიებას.

გვჭირდებოდა შემოქმედებითი შემტევი ფეხბურთელი. ჯანო ცნობილი ფეხბურთელია, მოედანზე კრეატიული, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში მაღალ დონეზე ითამაშა. ერთადერთი უარყოფითი ის იყო, რომ ტრავმისგან ახალი გამოჯანმრთელებული იყო და სხვა გუნდებსაც შეეძლოთ მისი წაყვანა უკეთესი პირობებით. ალექსანდრ ხაცკევიჩთან შეთანხმებით ის პირად მწვრთნელთან ერთად ფორმაში შესვლის მიზნით გავათავისუფლეთ. სამწუხაროდ, ჯანოსთან კონტრაქტის გაწყევტა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოგვიწია, გადავწყვიტეთ, რომ თანამშრომლობა ვადამდე შეგვეწყვიტა, რაიმე სახის კომპენსაციის გარეშე“, - თქვა რეკეჩინსკიმ.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძემ „როტორი“ ისე დატოვა, რომ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ისევ უკლუბოდ იმყოფება.

0.119575