ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამო თბილისის“ მატჩების მსაჯთა ბრიგადა ცნობილია.
„გრანადა“ – „ლოკომოტივს“ ნიდერლანდელი არბიტრები განსჯიან. მთავარი მსაჯი სერდარ გიოზიუბიუკი იქნება, რომელსაც ერთხელ საქართველოს ნაკრების მატჩის აქვს განსჯილი (ირლანდიაში 0:1, 2019 წელს). 34 წლის მსაჯს ასისტენტობას იოსტ ვან ზუილენი და როჯირ ჰინიგი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი ედვინ ვან დე გრააფია.
„კლაკსვიკი“ – „დინამო თბილისის“ მატჩს ისლანდელი თორვალდურ არნასონი განსჯის, რომელსაც ანდრი ვიფგუსონი და იოჰან გუდმუნდსონი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი პეტერ გუდმუნდსონი იქნება. არნასონს 2019 წელს საქართველოსა და ხორვატიის 19-წლამდელთა მატჩი აქვს ნამსაჯი და მაშინ ქართველებმა მეტოქეს 2:0 აჯობეს.
შეგახსენებთ, „კლაკსვიკი“ – „დინამო“ და „გრანადა“ – „ლოკომოტივი“ 24 სექტემბერს, ერთმანეთის პარალელურად, 22:00 საათზე დაიწყება.