ფეხბურთი

18:31 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ივან რაკიტიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელმა ივან რაკიტიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება თავად 32 წლის ფეხბურთელმა გაავრცელა.

რაკიტიჩმა ეროვნული გუნდიდან წასვლა დებიუტიდან 13 წლის შემდეგ გადაწყვიტა.

ივანმა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში 106 თამაში ჩაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხორვატი ნახევარმცველი „ბარსელონადან“ „სევილიაში“ გადავიდა.

0.128376