ფეხბურთი

17:52 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასს "დინამო თბილისი" და "ლოკომოტივი" დაემშვიდობნენ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. დასკვნითი ორი მერვედფინალური მატჩი ივანწმინდასა და თბილისში გაიმართა.

საჩხერის „ჩიხურამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა, რომელიც მოსკოვის „დინამოსთან“ ისტორიული გამარჯვების შემდეგ „გრანადასთან“ მატჩის წინ ეწვია და იმერლებმა იმარჯვეს. გეორგი ბერეზოვმა მე-14 და 21-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, რასაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბოლოსკენ ულად-ომარ იმრანის პენალტით უპასუხა. „ჩიხურამ“ 2:1 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე „თბილისი სითის“ დაუპრისპირდება.

„ლოკომოტივი“ კი უკვე „გრანადასთან“ მატჩზე ფიქრობს, სამშაბათს ესპანეთში მიემგზავრება და ხუთშაბათს ლა ლიგაში მოასპარეზე გუნდს გაეჯიბრება ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

თასიდან „დინამო თბილისიც“ გავარდა, რომელმაც თბილისის „საბურთალოსთან“ წააგო. ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გაგი მარგველაშვილმა გაიტანა და საქართველოს თასის მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს. ცნობისთვის, „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან კორღალიძის დებიუტი შედგა. თბილისური გუნდი მომდევნო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება.

„დინამო თბილისს“ რაც შეეხება, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების საფეხბურთო კლუბ „კლაკსვისკს“ 24 სექტემბერს სტუმრად ეთამაშება.

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბერეზოვი (14), 2:0 ბერეზოვი (21), 2:1 იმრანი (90, პენ)

„საბურთალო“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 მარგველაშვილი (52)

აქვე, საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის კალენდარი:

26 სექტემბერი

„თბილისი სითი“ – „ჩიხურა“

„სამგურალი“ – „თელავი“

27 სექტემბერი

„საბურთალო“ – „ტორპედო“

„გაგრა“ – „დილა“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121593