ფეხბურთი

15:28 | 21.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე მეოთხედფინალში დაწყვილდნენ

21 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შვიდი, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ორი და ლიგა 3-ის ერთი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„გაგრა“ – „დილა“

„სამგურალი“ – „თელავი“

„საბურთალო“ – „ტორპედო“

„თბილისი სითი“ – „ჩიხურა“

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 26-28 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

GFF.GE

0.107276